გრაფიკული დიზაინი

სარეკლამო, პოლიგრაფიული დიზაინი, ბრენდბუქი, ბრენდინგი, რებრენდიგი, კორპორატიული სტილი და ა.შ.

გამოფენა "UDG”

პირველად საქართველოში სხვადასხა მიმართულების დიზაინერები და დიზაინები ერთად! კომპანია „Union of Desingers of Georgia” გამოფენა „UDG” -სთვის ემზადება!

გამოფენა სხვდასხვა სფეროში მომუშავე დიზაინერებს აძლევს საშუალებას საზოგადოებას წარუდგინონ მათი ნამუშევრები.

ქართული დიზაინის გამოფენაზე „UDG” მონაწილეობის მიიღებენ დიზაინერები შემდეგი მიმართულებით:

  • გრაფიკული დიზაინი
  • ვებ - დიზაინი
  • ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი
  • ტანსაცმლის/ფეხსაცმლის დიზაინი

გამოფენაში მონაწილეობა უფასოა.

მსურველებიდან 35 (თითო მიმართულებიდან 8-9 მონაწილე) საუკეთესოს შეარჩევს გამოფენის ორგანიზებაში მონაწილე „ოსტატთა ჯგუფი“ - მაღალი რანგის კვალიფიციური დიზაინერები.

გამოფენა „UDG ”-ს ოფიციალური მხარდამჭერია „EuroGeorgia-Malta” - მალტაზე არსებული ქართული კულტურის ცენტრი. "EuroGeorgia - Malta” შესაძლებლობას აძლევს დიზაინერებს საკუთარი შემოქმედება წარადგინონ მსოფლიო კულტურის დედაქალაქში, მათთვის მოეწყობა გამოფენები, „შოუ რუმი", პროდუქციის წარდგინებები.

„Union of Desingers of Georgia”-ს ფარგლებში გამოიცემა დიზაინერთა მაღალპოლიგრაფიული კატალოგი „UDG”, რომელიც გააერთიანებს დიზაინერთა პროფესიულ-პერსონალურ მონაცემებს, ნამუშევრების ვიზუალიზაციის, ფოტოებისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით. ამ კატალოგის პრეზენტაცია/„პრომოუშენი„ გახორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მალტაზე. გამოფენის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები სტუდენტებისა და დამწყები დიზაინერებისთვის.

გამოფენაში მიღების წესები

ამოსარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის 1 ივნისიდან 1 ივლისამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე და ნამუშევრები(JPG, PNG) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@udg.ge

P.S გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ დიზაინის რომელი მიმართულების ნამუშევრებს აგზავნით:

  • გრაფიკული დიზაინი
  • ვებ - დიზაინი
  • ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი
  • ტანსაცმლის/ფეხსაცმლის დიზაინი

ელ.ფოსტა

info@udg.ge

ტელეფონი

+995 593 97 87 95

მისამართი